22:11 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 12:27:22, 2051 ნახვა

სამხედრო
ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიის ((EUTM RCA) შესასრულებლად გაემგზავრა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ, გვარდიის სხვა წარმომადგენლებმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრედერიკ კამპოსმა გააცილეს. მათ პირად შემადგენლობას მისიის ღირსეულად შესრულება და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. 

ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კაპიტან თორნიკე ღარიბაშვილის მეთაურობით, სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე შეასრულებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics