|
2021-07-08 23:34:05, 1111 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია 5 ივლისზე - ეს პროპაგანდა მოდის საპატრიარქოსგანაც და ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ
„ეს პროპაგანდა მოდის საპატრიარქოსგანაც და ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დაორგანიზებული ჯგუფები ძალადობენ მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე, უმცირესობის ჯგუფებზე. „ცნობილია გამოთქმაა, დაცულია თუ არა, დახურულ კინოთეატრში რომ იყვირებ, ხანძარიაო და ხალხი ერთმანეთს გადათელავს. ეგ არის, რასაც შვებიან ეს ჯგუფები. თუ შენ იძახი, რომ ხანძარია და იღუპება ქვეყანა, სამშობლოს გვართმევენ, მერე გამოდის ეს ხალხი და ცხრა ძმა ხერხეულიძეო და მაგალითები მოჰყავს ხალხის, რომელიც შეაკვდა მტერს, რომელიც იარაღით მოდიოდა ძალადობით და ასი ათასი მოწამის მაგალითი მოჰყავს, ხალხი, რომელიც შეეწირა, რომ მათზე ძალადობდნენ ფიზიკურად და ამ დროშით ძალადობენ მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე, უმცირესობის ჯგუფებზე და ჩვენ დავიცავთ სამშობლოსო. ეს პროპაგანდა მნიშვნელოვანწილად მოდის საპატრიარქოსგანაც და ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)