2021-04-15 19:08:59, 630 ნახვა
კომენტარი
ზელენსკი - უკრაინისა და საქართველოსთვის კონკრეტული შემოთავაზებების დროა NATO-ს MAP-ის მიღებასთან დაკავშირებით
"უკრაინისა და საქართველოსთვის კონკრეტული შემოთავაზებების დროა NATO-ს MAP-ის მიღებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვლადიმერ ზელენსკი წერს.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას და საქართველოს მშვიდობის საკითხში ისტორიული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვთ.
"მე სრულიად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის კონკრეტული შემოთავაზებების დროა NATO-ს MAP-ის მიღებასთან დაკავშირებით და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ.
ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
უკრაინას და საქართველოს მშვიდობის საკითხში ისტორიული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვთ", - წერს ვლადიმერ ზელენსკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,