2021-04-14 14:30:31, 464 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - შაბათ-კვირის შეზღუდვა და ე.წ კომენდატის საათი რომ არა, ძალიან დიდი ნახტომები გვექნებოდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაადგილების შეზღუდვის, ე.წ კომენდატის მნიშვნელობაზე და ეფექტურობაზე ისაუბრა.
როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემეგ, ბრიფინგზე აღნიშნა, რომ არა შაბათ-კვირის რესტორნების შეზღუდვა და ე.წ კომენდატის საათი, ძალიან დიდი ნახტომები გვექნებოა.
„ძალიან დიდი, მობილობას აგდებს სერიოზულად და მობილობის დაგდება გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი იარაღი პანდემიასთან და ეპიდემიასთან ბრძოლის. თუ შეადარებით როგორი გვქონდა დინამიკა და ნახტომები ოქტომბერში, როდესაც რეგულაციები არ გვქონდა, ახლა რომ ჩვენ არ გვქონდეს შაბათ-კვირის რესტორნები დაკეტილი და აღარ გვქონდეს კომენდატის საათი, ძალიან დიდი ნახტომები გვექნებოდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან