|
2021-04-12 16:20:13, 615 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: აგროტურიზმი არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც ჩვენ ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ციფრული პლატფორმის პრეზენტაციას და პანელურ დისკუსიას „პანდემია - შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროტურიზმისთვის“ დაესწრო. აგროტურისტული ონლაინ პლატფორმა agrogate.world საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შექმნა და ერთ სივრცეში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები გააერთიანა. „ასოციაციის წევრი ფერმერები აძლევთ მაგალითს ყველას, რომ ფერმერული საქმიანობა შეიძლება იყოს პრესტიჟული, ინოვაციური და წარმატებული. ფერმერთა ასოციაციის საქმიანობა მოტივაციას ზრდის ჩვენ სფეროში. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი სოფლის მეურნეობაში უპრეცედენტოდ წარმატებული და რეკორდული მაჩვენებლების იყო, რაც არის შედეგი ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის და დიდი დახმარების ჩვენი მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციების მხრიდან. რაც შეეხება აგროტურიზმს, ეს არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც უფრო კომპლექსურია, ვიდრე სოფლის მეურნეობა და ჩვენ ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ეს არის შესაძლებლობა, უშუალოდ ადგილზე გაყიდოს ფერმერმა თავის წარმოებული პროდუქცია და გრძელვადიანად უფრო მდგრადი იყოს მათი საქმიანობა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია ტურიზმის სექტორში, განსაკუთრებით კი, აგროტურიზმში. ღონისძიება საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში გაიმართა, სადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნუშის ბაღების მქონე კომპანია ოპერირებს. კომპანიის ინვესტიციის არეალის ფართობი მოიცავს 8000 - მდე ჰექტარს, რომელსაც კომპანია ეტაპობრივად ავითარებს. 2000 ჰა-ზე გაშენებულია ნუშის ბაღი, 18 ჰა-ზე კენკროვანი კულტურები და 8 ჰა-ზე ქართული ენდემური ჯიშის ვაზი. ასევე, მოწყობილია მეფრინველეობის და მეცხოველეობის ფერმა; დასაქმებულია 400-მდე ადგილობრივი მოსახლე. კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აგროტურიზმის განვითარებაში, პროფესიულ განათლებაში, ადგილობრივ წარმოებასა და ექსპორტში.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)