2021-04-11 13:00:27, 697 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება, დიდი რისკია, რომ დაიწყოს საყოველთაო გავრცელება
„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება, დიდი რისკია, რომ დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაუარესებას არ აქვს ნახტომისებრი ხასიათი, ის თანდათან უარესდება.
„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება, გაუარესებას არ აქვს ნახტომისებრი ხასიათი, ის თანდათან უარესდება, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიცავთ მკაცრად რეგულაციებს და აღსრულება არ იქნება მაქსიმალური, მაშინ დიდი რისკია იმისა, რომ დაიწყოს საყოველთაო გავრცელება, კლასტერული გავრცელება უკვე გვაქვს და შეიძლება შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,