03:36 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 20:21:59, 668 ნახვა

კომენტარი
დევიდ კრამერი - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს „ენმ“-ს ლიდერი ნიკა მელია

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს „ენმ“-ს ლიდერი ნიკა მელია“, -ამის შესახებ ონლაინ შეხვედრის დროს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა დევიდ კრამერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და მათ უნდა ჰქონდეთ გავლენა.

„არსებობს გადაუდებელი საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ დასხდნენ და მიაღწიონ კომპრომის, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია.

ლოგიკურია, რომ სხვადასხვა პარტიების ლიდერები ვერ დასხდებიან მოლაპარაკებებისთვის, თუ ერთ-ერთი მათგანი ციხეშია. კრიზისის ეს ნაწილი სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. შემდეგ კი ქართულმა პარტიებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს.

ამის შემდეგ, ვფიქრობ, ქართული ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს პარლამენტს, მაგრამ შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იპოვოს გზა, რათა მისცეს ოპოზიციას გავლენა პარლამენტში, რათა ოპოზიცია პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი როგორც ლეღვის ფოთოლი.

ეს არის კრიზისი, რომელიც თუ არ გადაიჭრება, უკან დახევს საქართველოს“, - განაცხადა დევიდ კრამერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics