2020-04-27 00:21:04, 13882 ნახვა
ომი უკრაინაში
ეპიდემია რუსულ ჯარში - ინფიცირებულია 874 სამხედრო
მარტიდან 26 აპრილამდე რუსულ ჯარში მიმდინარე ტესტეირების შედეგად ახალი კორონავირუსი 874 ჯარისკაცს დაუდგინდა-ამის შესახებ "РИА Новости" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
COViD-19 779 კურსანტს და 192 სამხედრო პედაგოგს დაუდგინდა.
ამის გარდა ვირუსი ჯარში მომუშავე პერსინალის კიდევ 245 ადამიანს დაუდასტურდა.
COViD-19 ცნობილ სუვოროვის სამხედრო სასწავლებელშიც დაფიქსირდა-ინფიცირებულია 8 მოსწავლე, ყოველი მათგანი იზოლირებულია აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში კორონავირუსი 6 ათასზე მეტ ადამიანს დაუფიქსირდა. რუსეთის ფედერაციაში COViD-19-ის სულ 80 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ბევრ საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტს არარეალურად მიაჩნია.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან