10:35 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-18 16:21:56, 1625 ნახვა

პოლიტიკა
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო

ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო - წერს ლევან სანიკიძე ცოტნე ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ.

ცოტნე, იმედია კარგად გაქვს გააზრებული, რომ მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო. რთულია, მაგრამ ასეა. კი ცოტნე, მამაშენის ბრძანებით აფურთხებდნენ სახეში შენს თანატოლებს ე.წ “წამების მანქანებში”. კი ცოტნე, მამაშენის დავალებით ასახიჩრებდნენ ამ ქვეყნის მომავალს. კი ცოტნე, მამაშენის დავალებით ცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან. კი ცოტნე, მამაშენის დავალებით ავიწროვებდნენ სექსუალურად ქალებს პოლიციის განყოფილებებში. კი ცოტნე, მამაშენის დავალებით ჩასვეს ციხეში 100-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, უმრავლესობა შენი ხნისაა. კი ცოტნე, მამაშენის დავალებით გადაუხვია ამ ქვეყანამ ევროპული გზიდან. კი ცოტნე, მამაშენი აიძულებს ყოველთვიურად ათასობით ახალგაზრდას, რომ მომავალი სხვა ქვეყანაში ეძიონ. კი ცოტნე, მამაშენი გვართმევს მომავალს. ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი, სადაც ამ ქვეყნის, ამ სახელმწიფოს და ამ ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლით თამაშობთ. იქნებ ნაკლები ადამიანის გამწარებაში და გაუბედურებაში დაარწმუნო ბატონი ბიძინა. და გახსოვდეთ, საქართველო არ არის ივანიშვილების საკუთრება! - ამბობს სანიკიძე.

„ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვას 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებისას დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობისა და მათი დაუსჯელობის შესახებ.

ოლიგარქის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არ მოსწონს, როდესაც დებატები ორ მხარეს შორის, - რომელთაც სამშობლოს სიყვარული აერთიანებთ, - სრულდება „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის ძახილით“. მისი თქმითვე, პოლარიზაცია „ხელოვნურადაა შექმნილი“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics