16:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 20:09:18, 7806 ნახვა

ომი უკრაინაში
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი - ლუგარიდან კორონავირუსზე 12 პაციენტის პასუხს ველოდებით

ინფექციური საავდმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გვიან ღამით ლუგარიდან კორონავირუსზე 12 პაციენტის პასუხი უნდა მოვიდეს.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების მდგომარეობა მსუბუქი და დამაკმაყოფილებელია.

„გვიან ღამით ველოდებით 12 პაციენტის პასუხს. ექსპერტების მოსაზრება გაიყო ერთ-ერთ შემთხვევაზე ჩათვლილიყო თუ არა მეოთხეულ გავრცელებად. ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ ეს არ იყო მეოთხეული გავრცელება, რამდენადაც ის პაციენტი ძალიან დამაჯერებლად არა, მაგრამ მაინც ამბობდა ვისგან დაინფიცირდა. მეტი ალბათობით ის ამბობდა ვისგან დაინფიცირდა, ვიდრე არა. ამიტომ, ეს არ არის მეოთხეული გავრცელება ან თუ არის მხოლოდ ერთადერთი შემთხვევაა, მაგრამ ვთვლი, რომ ჯერ არ არის.

არასრულწლოვნების მდგომარეობა კარგია არა, მაგრამ მსუბუქი და დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 216 პირი, ხოლო ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულია, რომელიც ბინაზე გაეწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics