15:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 18:38:18, 799 ნახვა

სამხედრო
ომარ ბეგოიძემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დელეგაციას უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ცალკეული რადიაციული, ქიმიური, ბირთვული და ბიოლოგიური დაცვის ასეულის შესაძლებლობების განვითარების საკითხი განიხილეს. ასეულის ამოცანას რადიაციული კონტროლის უზრუნველყოფა, პირადი შემადგენლობის სანიტარული დამუშავება, ობიექტების, ტექნიკისა და აღჭურვილობის დეკონტამინაცია წარმოადგენს.

ამასთან, უწყების ცნობით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე კრისტოფერ ფლოიდმა საქართველოს თავდაცვის უწყებასა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული დაცვის შესაძლებლობებს გაზრდის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებსა და ინციდენტებზე რეაგირების დამხმარე უწყებას წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო შესაბამის მორეაგირე უწყებებს სპეციალური ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით უზრუნველყოფს.

გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბისა და ODC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics