12:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 18:42:16, 1162 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა მარიუპოლის დაბომბვის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

უკრაინა მარიუპოლის დაბომბვის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.

„მივმართავთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს, უმოკლეს ვადაში მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭო, რადგან რუსეთი არღვევს არა მხოლოდ მინსკის შეთანხმებებს, არამედ საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანურობის ფუძემდებლურ პრინციპებს“, - განაცხადა იაცენიუკმა.

უკრაინის პრემიერი დღესვე დიდი შვიდიანისა და უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება.

იაცენიუკმა ევროკავშირს რუსეთის მიმართ ხისტი რეაქციისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან მარიუპოლის დაბომბვა გრძელდება. ბოლო მონაცემებით, არტილერიული იერიშის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 83 კი დაშავდა. მათგან 11-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ქალაქის საავადმყოფოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics