|
2015-05-31 13:52:24, 503 ნახვა
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულთან ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე ხდება
"ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულთან ბრძოლა და დანაშაულის აღკვეთა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე; პოლიციელები მოვალეობას ასრულებენ მაღალი პროფესიონალიზმით და ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია არის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ღირსეული პოლიციელების როლზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა პატივი მიაგო გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას და მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის შვილს მიმართა. „პატარა ვაჟკაცო, შენ ღირსეული მამის შვილი ხარ, მამაშენი გმირია, რომელიც გმირულად დაიღუპა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის. ქედს ვიხრი თითოეული გარდაცვლილი პოლიციელის ხსოვნის წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებისა და პირადად მისთვის თითოეული პოლიციელი განსაკუთრებით ძვირფასია. „ვიცი, რაოდენ რთულია თქვენი საქმიანობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად ავიწყდებათ, მათ შორის პოლიტიკოსებს, რაოდენ მძიმე ტვირთს ატარებთ თქვენ - ეს არის 24-საათიანი მუშაობა, უძილო ღამეები. პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლების ცვლილების დღიდან დღემდე სისტემის გარდაქმნის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებმაც სისტემის ტრანსფორმაცია და პოლიციელების სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება განაპირობა. მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ხელისუფლების უმთავრესი პრინციპები - სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა. „უმთავრესია, პოლიციელი სამართლიანად ემსახუროს საკუთარ საქმეს, იყოს პირნათელი საკუთარი სამშობლოს, მოქალაქეების წინაშე, უსამართლოდ არ დასაჯოს არც ერთი მოქალაქე. ამავე დროს, როგორც მთავარმა კანონის დამცველმა, არ დაარღვიოს კანონი, ამის საშუალება არ მისცეს არც ერთ მოქალაქეს და კანონდარღვევის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, მოახდინოს მკაცრი რეაგირება. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ყველაზე მთავარი - ადამიანობა, ჰუმანური მოპყრობა ჩვენი მოქალაქეებისადმი. ამ სამ ძირითად პრინციპზე დავაშენეთ პოლიტიკა, რომლითაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ეს პოლიტიკა დაიწყო ჩემი მინისტრობის დროს და დღესაც წარმატებით გრძელდება ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა სიმბოლური უწოდა პოლიციელის დღის თარიღს, რადგან პირველი რესპუბლიკის მთავრობის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი მაისში დაინიშნა. ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი მინისტრი, ნოე რამიშვილი გაიხსენა, და აღნიშნა, რომ იგი იყო ღირსეული სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც აძლიერებდა ქვეყანას. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენი პოლიტიკა ერთი ოჯახის პრინციპს ეფუძნებოდა. ჩემი მინისტრობისას ჩვენ შევძელით და რამდენიმე ნაწილად, შიდა ჯგუფებად და კლანებად დაშლილი სამინისტრო გავაერთიანეთ. უმთავრესია, სისტემა იყოს ერთიანი, ძლიერი და გამართული. ჩვენ არ უნდა დავუშვათ პირადი მოტივებისა და ინტერესების გამო სისტემის დასუსტება. ამავდროულად, სისტემას სჭირდება ძლიერი ლიდერი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მას“, - განაცხადა პრემიერმა. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)