13:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 10:19:19, 757 ნახვა

ეკონომიკა
ცვლილება „პაშა ბანკის“ დირექტორთა საბჭოში

2015 წლის 24 აპრილს ძალაში შევიდა ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს დაემატა ახალი წევრი - გოგა ჯაფარიძე.

გოგა ჯაფარიძემ პაშა ბანკის კომერციულ დირექტორად  2014 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა.

მან 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა ბაკალავრიატი, ხოლო 2002 წელს ჰოფსტრას უნივერსიტეტში (ზარბის ბიზნეს სკოლა) მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ფინანსებში.

 

გოგა ჯაფარიძემ საბანკო კარიერა 2003 წელს, “საქართველოს ბანკის” შვილობილ საინვესტიციო ბანკში - “ბიჯი კაპიტალში” უმცროს სპეციალისტად დაიწყო, 2005 წელს მუშაობდა “საქართველოს ბანკში” უფროს საინვესტიციო ბანკირად. 2006-2011 წლებში ის იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უფროსი ბანკირი სასესხო პროექტებზე, ხოლო მოგვიანებით მუშაობდა EBRD-ის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში. 2011-12 წლებში ხელმძღვანელობდა “ბანკ რესპუბლიკაში, ჯგუფ სოსიეტე ჟენერალში” კორპორატიული საბანკო საქმიანობის სამსახურს.

დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობაა:

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: შაჰინ მამმადოვი

დირექტორთა საბჭოს წევრი: გოგა ჯაფარიძე

დირექტორთა საბჭოს წევრი: ანარ ისმაილოვი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics