05:33 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 11:53:13, 1009 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული კაპრალის შვილი პირველ კლასში მიიყვანა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული კაპრალის, ალექსანდრე კვიწინაძის შვილი - გიორგი კვიწინაძე პირველ კლასში პირადად მიიყვანა .
 ალექსანდრე კვიწინაძე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბაზა „შირგაზზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2013 წელს დაიღუპა. 
მინისტრმა დაღუპული სამხედროს შვილი თბილისის №108 საჯარო სკოლაში სახლიდან პირადად მიაცილა, სწავლის დაწყება საჩუქარებით მიულოცა და წარმატებები უსურვა. 
ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს ინტერესებისათვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერა და მათ შვილებზე მზრუნველობა თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალებისა და სრულიად საქართველოს მოვალეობაა.
 პარალელურად, დღეს პირველ კლასში საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილები თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მივიდნენ. 
წელს საჯარო სკოლაში სწავლა საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცის ოთხმა შვილმა დაიწყო.
(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics