2015-04-23 16:54:18, 523 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექცია დაახლოებით ივნისიდან ამოქმედდება
შრომის ინსპექცია დაახლოებით ივნისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გადამზადებას პირველ ეტაპზე 25 ადამიანი გაივლის, რომელიც სავარაუდოდ თვენახევარი გაგრძელდება.
“გადამზადების ხანგრძლივობა დაახლოებით თვენახევარია. შესაბამიასდ, ივნისიდან მზად იქნებიან, ინსპექტირება დაიწყონ. ინსპექტირების ფორმატი სტანდარტული დოკუმენტია, რომელიც მოიცავს როგორც გარემოს უსაფრთხოებას, ასევე დამცავი საშუალებებით აღჭურვას. შეფასება საერთაშორისო სტანდარტის პროტოკოლით მოხდება”, - აღნიშნა სერგეენკომ.
ცნობისთვის, პარლამენტში ჯანდაცვის საკომიტეტო სხდომაზე დეპუტატებმა დავით სერგეენკოს მოუსმინეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან