14:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 22:43:54, 1040 ნახვა

რეგიონი
ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მორიგი აქცია გაიმართა

სოფელ ბერშუეთში მდებარე საოკუპაციო ხაზთან მორიგი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზზე ახალი ბანერების დამონტაჟება გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ როგორც პოლიტიკური სპექტრის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება მნიშვნელოვანია.

ამასთან, ადგილზე შეკრებილები თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ “ქართველთა მარშს” გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ უმჯობესი იქნება საქართველოს მოქალაქეებმა გააპროტესტონ ის რეალური პრობლემები რაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება.

ცნობისთვის, სოფელ ბერშუეთთან, საოკურაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია დღეს დილითაც გაიმართა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics