2017-05-24 17:28:01, 603 ნახვა
სამხედრო
ბანაკ „პალდოში“ მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა
დანიის სამეფოს შიდა გვარდიის სკოლის წარმომადგენელთა მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის რეზერვისტთა საველე მომზადების ბანაკ “პალდოში” მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
კურსი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქართველოს ეროვნული გვარდიის 20 სამხედრო მოსამსახურე საცეცხლე მომზადების დამოუკიდებლად დაგეგმვის, ჩატარებისა და კონტროლის უნარ-ჩვევებს დაეუფლა.
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
დანიის სამეფოს შიდა გვარდია საქართველოს ეროვნულ გვარდიას გამოცდილებას 2010 წლიდან უზიარებს. თანამშრომლობის ფარგლებში განახლდა ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურა და გადამზადდა პირადი შემადგენლობა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან