12:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 10:31:53, 847 ნახვა

სამხედრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ვაზიანში ფიცის დადების ცერემონიალით აღინიშნა

IV მექანიზებულ ბრიგადაში საქართველოს შეირაღებული ძალების დღე ფიცის დადების ცერემონიალით აღინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ჯარს 263 წვევამდელი შეემატა. ახალწვეულები სხვადასხვა ქვედანაყოფში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ. მათ ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი ახლახან დაასრულეს, სადაც ისინი საცეცხლე მომზადებას, სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ უწყებრივი მედლებით კაპიტნები -გიორგი დვალი, ლევან წიქარიძე, ლაშა ოდილავაძე, მაიორები - ზაზა ძამუკაშვილი და მიხეილ კაზარიანი, ასევე ვიცე-პოლკოვნიკი რუსუდან რომელაშვილი დააჯილდოვა. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უწყებრივი მედალი - „სამშობლოსათვის თავდადებული“ კაპიტან მალხაზ გოგავას, მაიორებს - ნიკოლოზ ხაჩიძესა და ჯემალ ბერიძე, ასევე ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ ჩილინგარაშვილს გადასცა.

საზეიმო ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოწვეული სტუმრებისა და სამხედროებისთვის სიმღერის პრემიერა გაიმართა.

შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილი სიმღერის ტექსტის ავტორი პოეტი მანანა გურგენიძეა, მუსიკა „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში ჩაიწერა. მუსიკალური ნომერი ანსამბლ „შვიდკაცასა“ და „ქართული ხმების“ წევრებმა შეასრულეს.

მოგვიანებით, სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

შეიარაღებული ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანები, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები, ასევე, გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics