12:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-30 17:18:12, 756 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს, თავდაცვის მინისტრმა  ლევან იზორიამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები კიდევ ერთხელ გაიხსენა, მათ ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპული გმირების ოჯახებს მხარდაჭერა აღუთქვა.

მათივე ინფორმაციით, გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი, ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 26 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება. სამხედრო მოსამსახურეებისთვის პროფესიული დღის მისალოცად, თავდაცვის მინისტრი გორში, I ქვეით ბრიგადასა და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ლევან იზორიამ, ტელეხიდის საშუალებით, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა.

 (NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics