18:55 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 18:00:51, 370 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტროში და სკოლებში პრორუსული ორგანიზაციის მიერ გაკვეთილების ჩატარებას უარყოფენ

განათლების სამინისტროში, ქართულ სკოლებში პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ღია გაკვეთილის ჩატარებას კატეგორიულად უარყოფენ .

როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, აღნიშნულ ღონისძიებაზე უწყებას ინფორმაცი არ აქვს.

ამასთან როგორც „ექსპრესნიუსს“ სკოლა „დეას“ დირექტორმა ვერა გურულაშვილმა უთხრა, რომ, „რუსი ახალგაზრდების საქართველოს კავშირის“ წარმოამდგენლები სკოლაში მივიდნენ და ღია გაკვეთილის ჩატარება მოითხოვეს.

„დაახლოებით ერთი კვირის წინ, სკოლაში „რუსი ახალგაზრდების საქართველოს კავშირის“ წარმოამდგენლები მოვიდნენ და ღია გაკვეთილის ჩატარება შემოგვთავაზეს. თუმცა, მოსწავლეებმა რუსული ენა სრულყოფილად არ იციან და ჩატარებულ გაკვეთილს ვერ გაიგებდნენ. ორგანიზაცია ჩვენ არ მოგვიწვევია,“ - აცხადებს ვერა გურულაშვილი.

მისივე თქმით, „რუსი ახალგაზრდების საქართველოს კავშირი“ მსგავს გაკვეთილებს ატარებს თბილისის რიგ სკოლებში, თუმცა, კონკრეტულ სასწავლებლებს ვერ ასახელებს. 
გავრცელებული ინფორმაციით, ღია გაკვეთილები ორგანიზაციამ საქართველოს რამდენიმე სკოლაში, მათ შორის თბილისის სკოლაში და „დეაში“ ჩაატარა. დიდი სამამულო ომის თემაზე ღია გაკვეთილი ქვემო ქართლის რუსულენოვანი საზოგადოება „როდნიკის“ ხელშეწყობით რუსთავის #3-ე სკოლაშიც გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics