12:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 11:57:04, 978 ნახვა

სამხედრო
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე საველე სწავლება დასრულდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ასეულის დონის გეგმიური ტაქტიკური სწავლება დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნის დასკვნით ფაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის 134 სამხედრო მოსამსახურემ საჩვენებელი წვრთნა გამართა.

ჯარისკაცებმა სწავლებაში - „ბრძოლა დასახლებულ ადგილას“ მიიღეს მონაწილეობა. მათ პირობითი მოწინააღმდეგისგან შენობების წმენდის ოპერაცია ჩაატარეს. სწავლების დროს დაცული იყო უსაფრთხოების ზომები.

ორკვირიანი საველე გადამზადების დროს სამხედრო მოსამსახურეები ტოპოგრაფიაში, ნავიგაციასა და ტაქტიკური მარშების შესრულებაში ვარჯიშობდნენ. მათ საცეცხლე და ტაქტიკური მომზადებაც გაიარეს.

სამხედრო მოსამსახურეების წვრთნის პროცესი III ქვეითი ბრიგადის დამკვირვებელთა ჯგუფმა შეაფასა.

გეგმიური საველე სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა წარმოადგენს და იგი პერმამენტულად ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics