11:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 16:15:11, 1083 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგას ტაავი რიივასს უმასპინძლა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ესტონელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ტაავი რიივასის პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები ორი ქვეყნის მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა იყო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას თბილისში ვიზიტისთვის, რაც საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერად შეაფასა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

ტაავი რიივასი და ირაკლი ღარიბაშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics