2015-03-19 13:27:57, 399 ნახვა
პოლიტიკა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალი დირექტორი ეყოლება
შს მინისტრი ადასტურებს, რომ ზურაბ ზუბადალაშვილი მომსახურების დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს,-აღნიშნული განცხადება მან მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.
მისივე განმარტებით, ზუბადალაშვილი სისტემიდან აღარ გაუთავისუფლებიათ, ის სხვა თანამდებობაზე დაინიშნება, თუმცა რომელზე, ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ისიც, თუ ვინ შეცვლის მას მომსახურების სააგენტოს დირექტორის პოსტზე.
"ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებებია, სხვაგან გადაინიშნება, უბრალოდ იმ ადგილზე აღარ მუშაობს, კადრების განკარგულებაშია ამჟამად და დაინიშნება სხვაგან. ჯერ არ ვიცით, ვინ შეცვლის. მეტი ჯერჯერობით არაფერი გაცნობებთ მაგასაც",-განაცხადა გომელაურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან