11:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 15:31:21, 425 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: არასრულწლოვანი მძიმე შინაარსის დოკუმენტური ფილმების ჩვენებაზე არ უნდა მოხვდეს

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის მძიმე შინაარსიანი ფილმის ჩვენებაზე მოზარდების დასწრება მიუღებელია.
როგორც გომელაურმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც კითხვებზე პასუხს გასცემს.
 "რაც შეეხება ფილმის ჩვენებას, რა თქმა უნდა ჩემთვის მიუღებელია, ვერანაირად ვერ მივიღებ მე და ვგომბ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს. არასრულწლოვანი ბავშვი არ უნდა მოხვდეს ასეთი დოკუმენტური ფილმების ჩვენებაზე და უნდა გაეკონტროლებინათ ესე, ვფიქრობ იმ ორგანიზატორებს, რომ ბავშვი არ მოხვედრილიყო, არასრულწლოვანი დარბაზში.
გამოძიება მიდის, შეიძლებოდა თუ არ შეიძლებოდა იქ საჯარო მოხელეები. თუ არ იყვნენ, ვთქვათ, პირობითად, შეიძლება სულ არ იყვნენ მონაწილეები და სადმე თუ პირდაპირ ჩხუბში იყვნენ ჩართული, ამას გამოძიება დაადგენს",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  სამეგრელოში  არასამთავრობო ორგანიზაციის „ყველა თაობა საქართველოსთვის” მოწყობილ ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეთა დასწრების ფაქტთან დაკავშირებით, ზუგდიდის,  ხობის და ფოთის რესურსცენტრების და  სკოლების ინსპქეტირება დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics