15:48 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 10:25:44, 717 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო 13 ივნისის ტრაგედიისადმი მიძღვნილ გამოფენას გამართავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ივნისის ტრაგედიის დაძლევაში ქართული ჯარის მონაწილეობის თემაზე ზოოპარკში და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ფოტოგამოფენის მოწყობას გეგმავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც ერთი წლის წინ სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეების საქმიანობა საკუთარ ფოტოობიექტივით ასახა.

მათივე ცნობით, სამინისტრო საუკეთესო ნამუშევრებს 13 ივნისს ზოოპარკში დაგეგმილ ღონისძიებაზე - უწყების ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებთან ერთად გამოფენს.

ცნობისთვის, 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობიდან ერთი წელი სრულდება.

 სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში სხვა უწყებებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფები და სამხედრო ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ფოტოები გამოგზავნონ  11 ივნისის 18:00 სთ-მდე თავდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე - pr@mod.gov.ge

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics