11:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-19 13:37:42, 1356 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: სომხეთის პატრიარქს თუ ქვეყნიდან გამოუშვებენ, ჩამოვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან უამრავ სასულიერო პირს და მაღალ იერარქს ელოდებიან . დღეს ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა "პირველებთან" თქვა, რომ ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად საქართველოში ჩამოსვლა სურს სომხეთის პატრიარქს გარეგინ II-ს, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, მას სომხეთიდან გამოუშვებენ თუ არა. 

ცნობისთვის სომხეთის პროკურატურამ კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. კათოლიკოსს სომხეთის დატოვება ეკრძალება.

"ვინ ჩამოვა ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ჩვენ დავუგზავნეთ მოწვევა ყველა პირველ იერარქს, როგროც წესი და რიგია ისე. გარდა ამისა, ჩვენ გვიკავშირდებიან არამართლმადიდებელი ეკლესიებიდან. მაგალითად სომხეთის პატრიარქს უნდა ჩამოსვლა. ძალიან ახლო და ისტორიული ურთიერთობა ჰქონდათ, სომხეთშია იქ დიდი არეულობა და პატრიარქს არ უშვებენ ქვეყნიდან. ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა და თუ გამოუშვებენ ჩამოვა", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics