14:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-17 10:49:01, 990 ნახვა

სამართალი
ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, ნიგერიის, კუბის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, მოლდოვას, სუდანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის - მოქალაქეები. 

გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,  ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, ნიგერიის, კუბის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, მოლდოვას, სუდანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის - ჯამში 57 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ," - წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics