15:07 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 10:41:30, 1143 ნახვა

მსოფლიო
აშშ რუსეთს მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

BBC-ს ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯონ ბაიდენმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ  რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას განაგრძობს, მაშინ მის წინააღმდეგ სანქციები უფრო გამკაცრდება.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს,  მინსკში „ნორმანდიული ოთხეულის“ მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ 15 თებერვალს კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს, როგორც სეპარატისტებს, ასევე უკრაინის ჯარს 00:00  საათზე  ცეცხლი უნდა შეეწყვიტათ და საბოლოოდ კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა გაეყვანათ. 

თუმცა უცხოური მედიის ინფორმაციით, როგორც ქალაქ  დებალცევოში, ისე დონეცკის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics