18:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 09:43:08, 1454 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - პუტინის ახალი აგრესიული განცხადებები აშკარად უარყოფს სამშვიდობო მცდელობებს

ვლადიმერ პუტინის ახალი აგრესიული განცხადებები აშკარად უარყოფს სამშვიდობო მცდელობებს და აჩვენებს, რომ ის იყო და რჩება ერთადერთ მიზეზად, რის გამოც მკვლელობები გრძელდება, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინასთან საზღვარზე “ბუფერული ზონა” შექმნასთან დაკავშირებით.

„მსოფლიოს შევახსენებ, რომ პუტინის განცხადებები „ბუფერული ზონის“ შესახებ სრული და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის, მკვლელობების შეჩერებისა და მშვიდობის ხელშეწყობის აქტიური მცდელობების ფონზე გაკეთდა“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ომის დასასრულებლად ვლადიმერ პუტინზე მეტი ზეწოლაა საჭირო.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინასთან საზღვარზე “ბუფერული ზონა” შეიქმნება. “უკვე ვთქვი, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული საზღვრის სიგრძეზე აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნაზე. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ასრულებენ ამ ამოცანას, აქტიურად ახშობენ მოწინააღმდეგის ცეცხლს, სამუშაო მიმდინარეობს”, - განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics