17:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-07 17:43:06, 960 ნახვა

რეგიონი
ბათუმში კონფერენცია - „გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ინტერვენციული მედიცინა - მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართა

ბათუმში, დღეს კონფერენცია, თემაზე „გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ინტერვენციული მედიცინა - მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართა, რომელსაც ორგანიზებას ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი „ავიცენა“ უწევდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციის გახსნის ცერემონიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე ესწრებოდნენ.

მინისტრი მონაწილეებს სიტყვით მიესალმა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის - „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების" შესახებ ისაუბრა.

„აჭარაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და სამინისტროს თანადაფინანსებით, სრულად იფარება გულის ქირურგია. 100 %-მდეა გაიზრდილი იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ არის განსაზღვრული DRG მეთოდით. ასევე, გულის და კორონალური არტერიების გეგმიური ანგიოგრაფია. პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თანამედროვე სერვისების დანერგვას. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენთაგანს და წარმატებები გისურვოთ“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

კონფერენციას ასევე წამყვანი კარდიოქირურგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics