10:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 20:52:41, 652 ნახვა

რეგიონი
ქედის მერია - როლანდ ბერიძე იმედა ვასაძესთან და ანზორ გოგიაშვილთან ერთად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ანზორ გოგიაშვილთან ერთად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული და მიმდინარე საყრდენი კედლების სამუშაოები დაათვალიერა.

"სოფელ გოგიაშვილებში, უშანგი კონცელიძის და გრიშა გოგიაშვილის საცხოვრებელ სახლთან მოეწყო საყრდენი კედელი;

სოფელ ხარაულაში, ავთო ჭანუყვაძის სახლის მიმართულებით საავტომობილო გზაზე, სასაფლაოებთან მოეწყო საყრდენი კედელი;

ასევე, სოფელ ჯალაბაშვილებში, საავტომობილო გზაზე სასაფლაოებთან მოეწყო საყრდენი კედელი.

შიდა სასოფლო-საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში საყრდენი და ფერდსამაგრი კედლების, სანიაღვრე არხების, ბეტონის გზის და რკინა-ბეტონის კიუვეტის არხის ცხაურით მოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 378 000 ლარია გამოყოფილი და პროგრამის  ფარგლებშიც სულ 25 პროექტი განხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics