14:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-02 12:09:03, 2215 ნახვა

სხვადასხვა
შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

შეერთებულ შტატებში სასამართლომ შვიდი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გაი რეფიტს, 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეს.

პროკურორები რეფიტს 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ. პროკურატურის თქმით, მან მოუწოდა ბრბოს, გაეტეხათ პოლიცია და აირბინათ კიბეები შენობისკენ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი შემოიტანა კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. უკვე სახლში დაბრუნებისას ის დაემუქრა შვილებს, თუ ისინი FBI-ს უღალატებდნენ.

რეფიტის ადვოკატებმა დაჟინებით მოითხოვეს, რომ ის თავად არ შეიჭრა კაპიტოლიუმის შენობაში და ასევე აღნიშნეს, რომ მან სამსახური დაკარგა 2019 წელს და, შესაბამისად, დეპრესიაში იყო. დაცვის მხარე ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

რეფიტი პირველი იყო კაპიტოლიუმის შტურმის საქმეში ბრალდებულთაგან, ვინც გამოძიებასთან გარიგება არ დადო.
აქამდე კაპიტოლიუმის შტურმისთვის მაქსიმალური სასჯელი ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

საერთო ჯამში, საქმეში ბრალი წაუყენეს შვიდასზე მეტ სავარაუდო მონაწილეს. მათგან ათეულმა უკვე მიიღო სხვადასხვა პატიმრობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics