21:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 13:12:39, 2937 ნახვა

Lifestyle
ჯონი დეპმა ყოფილ მეუღლეს სასამართლო მოუგო და 14 მილიონ ევროზე მეტი გადაეცა

ჯონი დეპის გულშემატკივრების არმია ვირჯინიის სასამართლოს შენობის წინ მხიარულად მღერის მის სახელს. ცნობილმა მსახიობმა ყოფილი მეუღლის ემბერ ჰერდის წინააღმდეგ ცილისწამების საქმე მოიგო. მას კომპენსაციის სახით 14 მილიონ ევროზე მეტი გადაეცა.

დეპმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ის "საბოლოოდ დაბრუნდა სიცოცხლეს" ექვსკვირიანი გამოძიების შემდეგ ოჯახში ძალადობის ბრალდებების გამო.

ემბერ ჰერდმა ასევე თქვა, რომ ის "უკიდურესად იმედგაცრუებულია" სასამართლოს გადაწყვეტილებით და მას "ფიასკო ყველა ქალისთვის" უწოდა.

თუმცა, სასამართლომ ყოფილ ქმარს საპასუხო სარჩელით თითქმის ორი მილიონი ევროს ანაზღაურება დააკისრა - იმის გამო, რომ დეპის ადვოკატმა მსახიობის ბრალდებებს ძალადობაში „მატყუარა“ უწოდა.
ეს არ ცვლის ნაფიც მსაჯულთა დასკვნას, რომ მისი 2018 წლის Washington Post-ის სტატია შეიცავდა „ცრუ ინფორმაციას“ და რომ ჰერდი „ბოროტი განზრახვით მოქმედებდა“.

კამილ ვასკესი, ჯონი დეპის ადვოკატი:
„დღევანდელი განაჩენი ადასტურებს იმას, რასაც თავიდანვე ვამბობდით: ჯონი დეპის მიმართ პრეტენზიები არის ცილისწამება, ისინი არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. ჩვენ მადლობელი ვართ ნაფიც მსაჯულებს, რომ საქმე ბოლომდე მივიდა, ასევე, მოსამართლე და სასამართლოს პერსონალი, რომლებმაც დახარჯეს უზარმაზარი დრო და რესურსი“.

თუმცა საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი განაჩენს სამართლიანობის ტრიუმფად მიიჩნევს, ზოგი მას მიზოგინობის გამოვლინებას უწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics