12:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 15:09:35, 722 ნახვა

ივანე მაჭავარიანი: არჩევანი, რომელიც გავაკეთე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენასა და სწრაფ განვითარებას

არჩევანი,  რომელიც გავაკეთე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენასა და სწრაფ განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რომელმაც საკუთარი არჩევანი #6 ჩუღურეთის ოლქში დააფიქსირა.

მისი თქმით, იმ გამოწვევების პირობებში, რომელშიც დღეს იმყოფება მსოფლიო და რეგიონი, ქვეყანას სჭირდება მშვიდი და გაწონასწორებული, განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება.

„ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მივეცი ხმა, მაგრამ გეტყვით რატომ გავაკეთე ეს არჩევანი - იმიტომ, რომ ამ რთულ მდგომარეობაში, რომელშიც მსოფლიო და რეგიონი იმყოფება, ქვეყანას სჭირდება მშვიდი და პრაგმატული ხელისუფლება. სწორედ ამიტომ, ხმა მივეცი სიმშვიდეს, გაწონასწორებულობას, პრაგმატიზმს,  რაც აუცილებელია იმ ტურბულენტურ პერიოდში, რომელშიც არა მარტო ჩვენი ქვეყანა  და ჩვენი რეგიონი, არამედ მთელი მსოფლიო იმყოფება. შესაბამისად მგონია, რომ ის არჩევანი, რომელიც, გავაკეთე ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics