15:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 10:48:57, 7848 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

მისი თქმით, დანარჩენ პაციენტებთან, რომლებსაც პნევმონია აქვთ, დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა.

„გუშინ დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 14 დადასტურებული პაციენტი. ამჟამად გვაქვს 266 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 78 ჩვენი პაციენტია. ქვეყნის მასშტაბით 67 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. აქედან 45 პაციენტი ჩვენია.

ჩვენი პაციენტების მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია. ჯერჯერობით ჩვენ გვრჩება ძალიან მძიმე და პრობლემური 2 პაციენტი. ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორესთან კი ჯერჯერობით ვერ ხდება სტაბილიზაცია. დანარჩენი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტების დაავადების პროგრესირება არ მიმდინარეობს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ალბათ, მათი გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება და არ გახდება არცერთი კრიტიკული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics