|
2015-06-05 19:12:37, 1702 ნახვა
სპორტი
გრიგოლ გეგელია: აუცილებელია ყველა იმ საინფორმაციო სიხშირის აკრძალვა, რომელიც საქართველოს მტრის მიერ ფინანსდება
„აუცილებლად მივიჩნევ ყველა იმ საინფორმაციო სიხშირის დაუყონებლივ აკრძალვას, რომელიც ღიად ფინანსდებდა საქართველოს სახელმწიფოს მტრის მიერ“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ "ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის“ დოქტორანტურის მკვლევარმა გრიგოლ გეგელიამ განუცხადა. ამასთან, როგორც გეგელიამ აღნიშნა, აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტის ნებისმიერი ფორმით უარყოფა, სისხლის სამართლებრივი დანაშაული გახდეს. „აუცილებლად მივიჩნევ ყველა იმ საინფორმაციო სიხშირის დაუყონებლივ აკრძალვას, რომელიც ღიად (გინდ ირიბად) ფინანსდებდა საქართველოს სახელმწიფოს მტრის მიერ, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამასთანავე, აუცილებლად და გადაუდებლად მივიჩნევ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ისტორიული ფაქტის ნებისმიერი ფორმით უარყოფა გახდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ ცნობისთვის, ფონდმა „რუსულმა სამყარომ“ და შპს „როსტელეკომმა“, რომლის მფლობელობაშია კომპანია „სპუტნიკი“, ქართული ონლაინ და ელექტრონული მედიის გასაძლიერებლად 2015 წლის თებერვლიდან 25 მაისამდე 5 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ორივე რუსული ორგანიზაციიდან არაპირდაპირი დაფინანსება მიიღო მედიასაშუალებებმა geoworld.ge და „საქინფორმი“. შეგახსენებთ, საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნიდან სხვადასხვა საქმიანობის დაფინანსება არ იკრძალება, თუმცა ფინანსური რესურსების მიმღებმა ორგანიზაციებმა, დონორების შესახებ ინფორმაცია გამჭირვალე უნდა გახადონ.
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)