15:20 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 12:58:06, 925 ნახვა

რეგიონი
მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის მშენებლობა მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მუხურის ბაზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ლაბორატორიის აღჭურვა უახლოეს მომავალში დასრულდება, რაც სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის სპეციალისტებს საშუალებას მისცემს ქართული ფუტკრის თვისებებზე  ფართომასშტაბიანი კვლევები აწარმოონ.

მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად მნიშვნელოვანი  კვლევები მიმდინარეობს. განხორციელებული ექსპედიციების შედეგად მოძიებულ იქნა საუკეთესო ბიოლოგიური მაჩვენებლების მქონე მეგრული პოპულაციის ფუტკრის ოჯახები და ამჟამად მიმდინარეობს მათი ჯიშობრივი გაწმენდა, ანუ სანაშენე მასალის წარმოება.

ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს ყვავილის სანექტრეში და იღებს თაფლისათვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს.

ახლო პერიოდში  სანაშენე მასალა გავრცელდება რეგიონებში, რაც ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად 35%-ით გაზრდის პროდუქტიულობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics