12:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 11:11:20, 704 ნახვა

სამართალი
შსს-მ ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით 2 პირი პირი დააკავეს.

„შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების, შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებისა და შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღობისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ბორის ლ. და ასევე წარსულში ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული როინ ფ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ჩაბალის ქუჩაზე 1985 წელს დაბადებულ ნატა ი-ს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხელჩანთა პირადი ნივთებით გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბორის ლ. გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში, ხოლო როინ ფ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ნაძარცვი ხელჩანთა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics