11:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 22:20:15, 30371 ნახვა

ევროპის ამბები
ხოშტარია - არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება!  — წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

 "არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! როგორც პოლიტიკოსი და როგორც პოლიტიკური პატიმარიც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და ოცნების რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ იქნება.

1. სანამ ჩვენ ვიბრძვით, არავინ დაელაპარაკება ბიძინას მის მიერ მოგონილი პირობებით. პირობა მხოლოდ ორია — ახალი სამართლიანი არჩევნები და ამასთან ერთად ტყვეების უპირობო გათავისუფლება. ბიძინას რომ არავინ დაელაპარაკოს და არ მისცენ მანევრირების საშუალება, ამისთვის იბრძვის ხალხი დიდი ხანია! ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც სწორედ ხალხის გვერდით დგანან.

2. პოლიტიკური პატიმრები არ ვართ სავაჭრო ერთეულები რომ ვინმე ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გარიგდეს, ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის თავისუფლებისთვის. ასე რომ არ იყოს, დაუმორჩილებლობას ვერავინ გვაიძულებდა.

3. ვაჭრობა და გამოძრომა კი არა, შეტევის და ბრძოლის დროა! ქიმიური იარაღის გამოყენებაზე შეტევაა მთავარი თემა და არანაირი ბელარუსის მაგალითი ჩვენთვის რელევანტური არ არის". — წერს ელენე ხოშტარია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics