2015-02-17 19:30:03, 485 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ვფიქრობ, უკრაინა და საქართველო მოვახერხებთ, რომ უხერხულობებს გაღვივების საშუალება არ მივცეთ
"ვფიქრობ, უკრაინა და საქართველო მოვახერხებთ, რომ ამ უხერხულობებს გაღვივების საშუალება არ მივცეთ",-ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინული მხარის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარის თქმას.
"უხერხულობები, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას გამომდინარე იქედან, რომ უკრაინის მთავრობსაც ერთ-ერთი მთავარი მანდატი თავისი ხალხისგან აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობისა, საქართველისგან და ქართვლი ხალხისგანაც ეს მანდატი გვაქვს უკრაინელი ხალხის მიმართ დიდი სიყვარული და მხარდაჭერა.ვფიქრობ, ორივე მხარე მოვახერხებთ, რომ ამ უხერხულობებს გაღვივების შესაზლბლობა არ მივცეთ",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან