17:26 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 11:25:52, 1982 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა F-16-ების ახალი პარტია მიიღო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა F-16-ების ახალი პარტია მიიღო. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

"უკრაინაში დამატებითი F-16-ები მოფრინდა. რუსები იტყუებიან, რომ რაღაც ჩამოაგდეს, არაფერიც არ ჩამოუგდიათ. კარგი ამბავი კი ის არის, რომ უკრაინამ რამდენიმე F-16 მიიღო". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მიღებული ავიაგამანადგურებლების ზუსტი რაოდენობა ზელენსკის არ დაუსახელებია.

ცოტა ხნით ადრე, უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის სამსახურმა განაცხადა, რომ სუმის ოლქში უკრაინული F-16-ის ჩამოგდების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

2023 წელს, აშშ-ს, დანიისა და ნიდერლანდების მეთაურობით შექმნილმა ავიაგამანადგურებლების კოალიციამ უკრაინისთვის F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემა დაიწყო.

პირველი ნიდერლანდური თვითმფრინავები უკრაინამ 2024 წლის ოქტომბერში მიიღო, ხოლო მეორე პარტიის შესახებ ცნობები 2025 წლის თებერვალში გავრცელდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტამ უმეროვი თებერვლის შუაში თავის ბელგიელ კოლეგას შეხვდა. მინისტრებმა F-16-ის პროგრამის შემდგომ განხორციელებაზე იმსჯელეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics