დონალდ ტრამპი - ბუშის დროს, რუსეთმა წაიღო საქართველო, ობამას დროს წაიღო წყალქვეშა ხომალდების დიდი ბაზა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მის წინამორბედ პრეზიდენტებს, სუსტი მმართველობის და ომების გამო აკრიტიკებს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა პრეზიდენტმა რაღაც დათმო.
"პრეზიდენტ ბუშის დროს, რუსეთმა წაიღო საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს წაიღო წყალქვეშა ხომალდების დიდი ბაზა, მიწის ძალიან დიდი ნაწილი, სადაც მათ განათავსეს წყალქვეშა ხომალდები, წაიღო ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ ვერაფერი წაიღეს და პრეზიდენტ ბაიდენის დროს მათ მთლიანი უკრაინის წაღება სცადეს. მე რომ არ მოვსულიყავი, ისინი მას წაიღებდნენ" - ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი