10:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 20:40:14, 1445 ნახვა

კომენტარი
ნორვეგიის ელჩი ღარიბაშვილის განცხადებაზე - სააკაშვილის ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარება უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია

ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდრესენი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ელჩის თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება და მიხეილ სააკაშვილის ტერორისტ ბერინგ ბრეივიკითან შედარება უაღრესად უადგილოა.

"ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია", - განაცხადა ნორვეგიის ელჩმა, მთავარი არხის ეთერში.

შეგახსენებთ,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზის გადაცემის საკითხს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა "იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს ჯილდო გადასცეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics