11:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-17 16:01:10, 1873 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - გვინდა, ეს პროცესი გავხადოთ შეუქცევადი, რომ ყველა ოფიცერს ჰქონდეს გარანტია, რომ მიიღებს ბინას ოფიცრობის პერიოდში

სამხედროებისთვის მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული ახალი საბინაო პროგრამის განგრძობითობა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად, სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა. მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, ბინები მხოლოდ ოფიცერთა შემადგენლობას გადაეცემა, თუმცა, სამომავლოდ, ბინებს მიიღებენ როგორც ოფიცრები, ასევე სერჟანტები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი გავხადოთ შეუქცევადი, განგრძობითი და ყველა ოფიცერს ჰქონდეს იმის გარანტია, რომ იგი მიიღებს ბინას მისი ოფიცრობის, სამსახურის პერიოდში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მახათას მთაზე მშენებარე ბინები უკვე 1000-ზე მეტ სამხედრო პირს საკუთრებაში გადაეცა. „სამომავლოდ, კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით, ბინების გადაცემის პროცესი გაგრძელდება, ამ პასუხისმგებლობას აიღებს სახელმწიფო და ეს იქნება დამატებითი მოტივაცია ყველა სამხედრ პირისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics