18:53 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 17:11:37, 1983 ნახვა

სპორტი
რაგბის კავშირის პრეზიდენტს რეგისტრაცია შეუჩერდა

რაგბის კავშირის პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერდა

აღნიშნული მიზეზი ბაჩო ხურციძის საჩივარი გახდა.

„ვამტკიცებდი და ვამბობდი, რომ ეს ყრილობა იყო არასწორად, უკანონოდ ჩანიშნული. რადგან ჩაატარეს უკანონო ყრილობა მე შევიტანე განცხადება, რომ ეს იყო არასწორად ჩანიშნული და გაეთვალისწინებინა. რეესტრმა გაითვალისწინა ეს შენიშვნები. ერთადერთი რამაც შეიძლება ხარვეზი გამოიტანოს, არის ხელახალი ყრილობა“, - განაცხადა ბაჩო ხურციძემ.

ფაქტს გამოეხმაურა ირაკლი აბუსერიძეც.

„ის ადამიანები, ვინც ამის უკან დგანან, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქართული რაგბის განვითარებას ხელი შეუშალონ. ეს არ არის უკვე ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics