2015-07-04 15:19:20, 1088 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი მზად არის საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი მზად არის საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს.
ამის სესახებ სტოლტენბერგმა „დოიჩე ველესთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთი ძალას იყენებს საკუთარი საზღვრების გაფართოებისთვის.
„შეხვედოთ რას აკეთებს რუსეთი. მოსკოვი მზადაა გამოიყენოს ძალა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ, ამიტომაც ჩვენ უკვე გავაძლიერეთ საბრძოლო მზადყოფნა და ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე სამხედროების რიცხვი გავზარდეთ, გავააქტიურეთ საჰაერო პატრულირება და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ბულგარეთში პოლონეთსა და რუმინეთში შტაბბინები მოვაყწვეთ,"-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.მ
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან