00:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 12:48:01, 701 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი: მამა ილია კარტოზიას სახით, საქართველოს წმინდანთა ზეცას კიდევ ერთი ადამიანი შეემატა

მამა ილია კარტოზიას სახით, საქართველოს წმინდანთა ზეცას  კიდევ ერთი ადამიანი შეემატა,-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრმა სოზარ სუბარმა სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა, სადაც მამა ილია კარტოზიას ცხედარია დასვენებული.

"მამა ილია კარტოზია არის მაგალითი,  რომელმაც თავისი სიცოცხლით აჩვენა როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მწყემსი, რომელმაც თავისი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაწირა.მისი სახით საქართველოს წმინდანთა ზეცას კიდევ ერთი ადამიანი შეემატა, რომელიც იქედანაც შეეწევა ჩვენს ქვეყანას",-განაცხადა სოზარ სუბარმა.

წირვის დასრულების შემდეგ, მამა ილია კარტოზიას დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერში დაკრძალავენ, სადაც ის მსახურობდა.

შეგახსენებთ,  ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდის გადარჩენა მოხერხდა, მამა ილია კი, ზღვაში დაიხრჩო. მან ბორანზე ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics