16:07 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 10:22:47, 987 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1978 წელს დაბადებული ზეზვა უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს. 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელი ბოგის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზეზვა უ-ს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანიდან უკანონოდ მოჭრილი ნაძვის 22 ცალი 5 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ამოღებული სამასალე მერქნის საერთო მოცულობამ 9,45 კუბური მეტრი შეადგინა ,ხოლო გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 1039,5 ლარია.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics