13:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 11:54:07, 528 ნახვა

სამართალი
თეა წულუკიანი: ქვეყნიდან მოქალაქეების გასვლა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის დასჯადი იქნება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყნიდან მოქალაქეების გასვლა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად სისხლის სამართლის წესით იქნება დასჯადი. 

ამის შესახებ მინისტრმა პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლასთან დაკავშირებით აღნიშნა. 

„რაც მე და შინაგან საქმეთა მინისტრს გვაბარია, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენ ძალოვანმა სტრუქტურებმა შევაკავოთ ეს ადამიანები, რათა ამ მიზნით ტერიტორია არ დატოვონ. დანარჩენი უკვე არის პანკისის ხეობის ეკონომიკური განვითარების აუცილებლობა, რაზეც ეკონომიკური ბლოკი მუშაობს“, – აღნიშნა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics